პირველი არხი
პირველი არხი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და უძველესი ტელევიზიაა ქვეყანაში, რომელიც დაარსდა 1956 წელს. 2016 წელს პირველი არხის მენეჯმენტმა დაიწყო მასშტაბური რებრენდინგის კამპანია. კამპანიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო ონლაინ საინფორმაციო პლატფორმის შექმნა. პირველი არხი მიზნად ისახავს გახდეს ინფორმაციის მთავარი წყარო ონლაინში და საზოგადოებას დროულად მიაწოდოს სანდო ინფორმაცია, ამით კი მიაღწიოს უფრო დიდ მიზანს – ჩამოაყალიბოს ინფორმირებული საზოგადოება. მაღალი სტანდარტი კი მოითხოვს ტექნოლოგიურად დახვეწილი ვებ პლატფორმის შექმნას. მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი არის უმნიშვნელოვანესი, როგორც მისი მკითხველებისთვის, ასევე არხის რედაქტორებისთვის.
Webintelligence–ის გუნდი თავიდანვე ჩაერთო ბრენდინგის პროცესში. ჩვენ შევქმენით კონცეფცია, დიზაინი და პლატფორმა WordPress CMS. ჩვენი გუნდი ასევე მონაწილეობდა სერვერის ინფრასტრუქტურის მოწყობაში. უკვე 2 წელზე მეტია, რაც Webintelligence უზრუნველყოფს რეგულარულ ტექნიკურ დახმარებას არხისთვის, რაც მოიცავს პლატფორმისა და სხვა ვებ პროდუქტების შემუშავების შემდგომ რეგულირებასას და განვითარებას.
ჩვენ ერთად შევქმენით საინფორმაციო პლატფორმა, რომლიც მოიცავს:
- კონტენტს 7 ენაზე
- 2 ტელე არხს ( პირველი და მეორე არხები)
- 2 რადიოს (ქართული რადიო და ქართული რადიო – მუსიკა)
- 5 თემატური სივრცეს
- ავტომატურ აუდიო სიახლეებს
- ონლაინ ტრანსლირების გეოგრაფიული კონტროლი (Geoblocking)
- პერსონალიზებულ ნიუსფიდს მთავარ გვერდზე.
2 მობაილ აპლიკაცია
წარმატებული ახალი ამბების პლატფორმის შექმნის შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა 2 მობილურ აპლიკაციაზე – რადიო საქართველოსა და 1TV NEWS.
რადიო საქართველო არის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსადგური. მისი მობილური აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მოუსმინოთ ცოცხალ მუსიკასა და შოუებს, ან წაიკითხოთ ახალი ამბები.
1TV NEWS არის მობილური აპლიკაცია პირველი არხის საინფორმაციო პლატფორმისთვის.
რებრენდინგის შემდგომ, პირველმა არხმა გააუმჯობესა თავისი პოზიციები საქართველოს ვებსაიტების რეიტინგში 106 პოზიციით, საიტს დღეში 100000 – მდე უნიკალური ვიზიტორი მასპინძლობს; ხოლო საზოგადოებაში პირველი არხის ნდობა სამჯერ გაიზარდა.