სერვისები

Webintelligence-ის გუნდი ბევრს შრომობს თქვენი იდეების რეალობად გადასაქცევად. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ონლაინ პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე – იდეის მონახაზიდან საბოლოო პროდუქტამდე. ჩვენი პროექტის მენეჯერები და დიზაინერები იმუშავებენ თქვენ გუნდთან იმისთვის, რომ სწორად დაგეგმოთ პროექტი; დეველოპერები კი პროექტის შესაბამის ონლაინ გადაწყვეტას მოგიძებნიან და იზრუნებენ, რომ თქვენი ვებ პროდუქტი მუდამ განახლებული და დაცული იყოს.  

კონცეფცია

პროექტის ჩაშვებამდე კლიენტს ვეხმარებით პასუხი გასცეს კითხვებს – რა არის პროექტის მიზანი? ვინ არის ამ ვებ-პროდუქტის მომხმარებელი? რა გვინდა, რომ შევთავაზოთ მათ?

ვებ დიზაინი

დიზაინში ვითვალისწინებთ უკანასკნელ UI/UX ტენდენციებს, პლატფორმის კონცეფციას და მომხმარებლების სპეციფიკას.

დეველოპმენტი

კონცეფციის და დიზაინის საჭიროებებიდან გამომდინარე ვარჩევთ შესაბამის ტექნოლოგიას და ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგებით მცირე და მსხვილი ვებ-საიტების, ვებ და მობილური აპლიკაციების შექმნას.

Wordpress Enterprise Solutions

WordPress-ით ვქმნით ვებ-პლატფორმებს, რომლებსაც ყოველთვიურად მილიონობით ნახვა აქვს.

ტექნიკური მხარდაჭერა

ჩვენი კლიენტების უმრავლესობა ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორი ხდება – გუნდურად ვმუშაობთ მათ ტექნიკურ თუ მარკეტინგულ ჯგუფებთან ერთად და ვაგრძელებთ შექმნილი პროდუქტების განვითარებას და დახვეწას.  

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

ჩვენ გპირდებით მეგობრულ და თანამედროვე გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოავლინოთ და განავითაროთ საკუთარი თავი.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

მოგვწერეთ თქვენი პროექტის შესახებ

მოგვწერეთ