სამუშაო რეჟიმი: დისტანციური. საჭიროების შემთხვევაში, გუნდთან და პარტნიორებთან ფიზიკური
შეხვედრები. ასევე, შესაბამის ღონისძიებებზე აქტიური დასწრება
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე (შესვენება 1 სთ)
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სქემაზე დაფუძნებული ანაზღაურება
ანგარიშვალდებულება: Business Development Lead
ვაკანტური პოზიციის მიზანი:
პოზიციის მიზანია პოტენციური ლიდების გენერაციითა და პარტნიორული ურთიერთობის დამყარებით, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამიზნე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ბიზნეს დეველოპმენტის სტრატეგიის შესაბამისად
- შეხვედრების ორგანიზება და მართვა, სთეიქჰოლდერებთან კოლაბორაცია
- პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირება, კონტაქტების მოძიება, თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა
- პოტენციური პარტნიორების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობა
- სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება და პარტნიორული კონტაქტების დამყარება
- პროაქტული კოლაბორაცია პროდუქტის/სერვისის განვითარების მიმართულებით
- რეპორტინგი ბიზნეს დეველოპმენტის გუნდთან
უნარები/შესაძლებლობები:
- პროაქტული კომუნიკია
- გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების უნარი
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
- მოქნილობა და დიპლომატია
- პრეზენტაციის უნარი
აუცილებელი მოთხოვნა:
- ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ B2 დონეზე
- ციფრულ ტექნოლოგიებთან სიახლოვე
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
სასურველია:
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
- ბაზრის კვლევის გამოცდილება
- გაყიდვებისა და ბიზნეს დეველოპმენტის მიმართულებით გამოცდილება